მთავარი მთავარი სამხრეთ კორეისა და ფარერების საფეხბურთო ჩემპიონატები იწყება

სამხრეთ კორეისა და ფარერების საფეხბურთო ჩემპიონატები იწყება

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო არაერთი საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა.

დღეს, ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში, ნიკარაგუაში, ტაივანში და თურქმენეთში თამაშობენ.

ამ ქვეყნებს უახლოეს უიკენდზე სამხრეთ კორეისა და ფარერების პირველობებიც შეუერთდებიან.

სამხრეთ კორეაში ,,K ლიგის” 2020 წლის სეზონი სტარტს 8 მაისს აიღებს.

ჩემპიონატის გახსნის მატჩში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ,,ჟეონბუკი” და ,,სუვონ ბლუვინგსი” დაუპირისპირდებიან.

9 მაისს ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.

დანარჩენი ორი მატჩი კი კვირას, 10 მაისს შედგება.

ფარერის კუნძულების პირველობა 9 მაისს დაიწყება.
სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე ,,ტორსჰავნი” და ,,სტეიმური” წარსდგებიან. იმავე დღეს კიდევ 4 მატჩი ორთაბრძოლა გაიმართება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი