მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსმა” ვარჯიში დაიწყო

,,იუვენტუსმა” ვარჯიში დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

იტალიის სერია ა-ს ლიდერმა ტურინის ,,იუვენტუსმა” ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელებმა საწვრთნელი პროცესი დღეს დილით დაიწყეს.
ვარჯიშის დაწყებამდე კორონავირუსზე ტესტი ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გაიარა.

ვარჯიშში მონაწილეობა კრისტიანუ რონალდუს და პაოლო დიბალას არ მიუღიათ.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სამშობლოდან იტალიაში 4 მაისს დაბრუნდა და ამჟამად ორკვირიანი სავალდებული კარანტინის გავლა უწევს.

პაოლო დიბალას კი კორონავირუსი  დაუდგინდა და ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოჯანმრთელებული.
არგენტინელს ტესტი 4-ჯერ ჩაუტარეს და ყველა შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოაჩნდა.

ფეხბურთელები ვარჯიშის დროს სავალდებულო დისტანციას იცავენ.  სავარჯიშო მოედანი კი ყოველდღე სადეზინფექციო საშუალებით გასუფთავდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი