მთავარი მთავარი ,,ხელბურთის პელე” – ჯემალ ცერცვაძის დაბადებიდან 81 წელი შესრულდა

,,ხელბურთის პელე” – ჯემალ ცერცვაძის დაბადებიდან 81 წელი შესრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
65 ნახვა

დღეს, ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი ჯემალ ცერცვაძე 81 წლის გახდებოდა.

ჯემალ ცერცვაძე 1939 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა.

ცერცვაძემ თბილისის “ბურევესტნიკის” რიგებში 1962 და 1964 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

იგი 1965, 1966, 1967 წლებში საკავშირო პირველობების ვერცხლის, ხოლო 1963-ში ბრინჯაოს მედლების მფლობელია.

ზედიზედ ათჯერ 1962-71 წლებში საკავშირო პირველობების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

,,ხელბურთის პელედ” წოდებული ჯემალ ცერცვაძე 13 სეზონის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოდიოდა.

მან 1964, 1967 და 1970 წლებში მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო.

1964 და 1967 წლების პლანეტის პირველობაზე ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს.

1967 წელს შვედეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ სპორტულმა მედიამ ქართველ სპორტსმენს “ხელბურთის ჯადოქარი“ უწოდა.  გულშემატკივრებმა კი მას დიდებული თამაშის გამო  “ხელბურთის პელე” შეარქვეს.

ცერცვაძემ საკავშირო ნაკრების რიგებში 78 მატჩი ჩაატარა და 276 გოლი გაიტანა.

ჯემალი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი გახლდათ.

ჯემალ ცერცვაძემ 1980 წელს საბჭოთა კავშირში პირველმა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზირებული სკოლა დააარსა, რომელიც მის სახელს ატარებს.

ჯემალ ცერცვაძეს 2014 წელს 75 წლის იუბილეზე  სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი ჯემალ ცერცვაძე 80 წლის ასაკში 2019 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი