მთავარი მსოფლიოიტალია პაოლო დიბალა კორონავირუსისგან სრულად გამოჯამრთელდა

პაოლო დიბალა კორონავირუსისგან სრულად გამოჯამრთელდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ტურინის ,,იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი პაოლო დიბალა კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე იტალიური კლუბი ავრცელებს.

დიბალას კორონავირუსის ტესტზე ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ მოუვიდა.
ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინელ ფეხბურთელი დაავადებისგან საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. იგი ვალდებული აღარ არის კარანტინის წესები თვითიზოლაციაში სახლის პირობებში დაიცვას.

მეტიც, უახლოეს დღეებში პაოლო დიბალას შესაძლებლობა ექნება ტურინის ,,იუვენტუსის” განახლებულ ვარჯიშებს შეუერთდეს.

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ვერაგულ დაავადებას დაახლოვებით, 1 თვის განმავლობაში ებრძოდა. მას კორონავირუსზე ტესტი რამდენჯერმე ჩაუტარეს.
დიბალას გამოჯანმრთელებისა და შემდეგ განმეორებით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია 3-ჯერ გავრცელდა.

26 წლის ფორვარდი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების შეწყვეტამდე კარგად გამოიყურებოდა.

პაოლო დიბალას 2019-2020 წლის იტალიის ჩემპიონატის 24 შეხვედრაში 7 გოლი ჰქონდა გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.
ჩემპიონთა ლიგის 7 ორთაბრძოლაში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.
იტალიის თასზე კი ორ მატჩში მეტოქე 2-ჯერ დაამწუხრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი