მთავარი საქართველოდიდი ათი ბოლნისის ,,ყოჩები’’ პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედებით იბრძვის

ბოლნისის ,,ყოჩები’’ პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედებით იბრძვის

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ბოლნისის ,,ყოჩები’’ რეგიონში გამოჩენის (2013 წელი) დღიდან აქტიურად ჩაერთო სოციალურ პროექტებში. კლუბი, ადგილობრივ გამგეობასთან კოორდინაციით, საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.

COVID19-ის პანდემიის ფონზე გამოცხადებული კარანტინის პირობებში, ბოლნისის რეგიონი, მარნეულთან ერთად, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა გარე სამყაროს მოწყვეტილი. ამან კლუბი ორ ნაწილად გაყო – ბოლნისელები რეგიონში ჩარჩნენ და თბილისში დარჩენილ გუნდის წევრებთან ფიზიკური კონტაქტები შეეზღუდათ.

მიუხედავად ამისა, კლუბმა სოციალური აქტივობა კიდევ უფრო გაააქტიურა. ბოლნისის რეგიონში დარჩენილმა ჯგუფმა ორგანიზებულად, ადგილობრივ გამგეობასთან კოორდინაციით, საკუთარი სახსრებით შეიძინა და დააკომპლექტა დახმარების პაკეტები, რომელიც საკვებთან ერთად ჰიგიენურ საშუალებებსაც მოიცავდა და იმ ოჯახებში დაარიგა, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ორი კვირის შემდეგ ეს აქცია კიდევ ერთხელ გამეორდა და კლუბში აცხადებენ, რომ დახმარება გაგრძელდება მანამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

თბილისში დარჩენილი მორაგბეები და კლუბის წევრები აქციაში ინდივიდუალურად, პატარ-პატარა ჯგუფებად ჩაერთნენ. ისინი გამგეობებთან ერთად ეხმარებიან სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებს. გარდა ამისა, ბოლნისის ,,ყოჩების’’ მორაგბეები ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე და თბილისის უბნების მიხედვით, მათ საკვებით ამარაგებენ.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი