მთავარი მსოფლიოიტალია ,,სამპდორიაში” და ,,ფიორენტინაში” კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს დაუდგინდა

,,სამპდორიაში” და ,,ფიორენტინაში” კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს დაუდგინდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

იტალიის სერია ა-ს გუნდებმა ვარჯიშები უკვე გაანაახლეს.

ფეხბურთელებს და გუნდის წარმომადგენლებს ეტაპობრივად, კორონავირუსზე ტესტებს უტარებენ.

გენუის ,,სამპდორიამ” საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ ამ დროისთვის მათ გუნდში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქდირდა.
ვირუსზე დადებითი პასუხო სამ ფეხბურთელს მოუვიდა. მათ შორის ერთი მათგანი უკვე მეორედ დაინფიცირდა.

დაავადებულ ფეხბურთელებს სიმპტომები არ გააჩნიათ. ისინი კარანტინში არიან და მათ მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ.

სამპდორიას“ პირველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი შეეყარა, ფორვარდი მანოლო გაბიადინი გახდა. მოგვიანებით, ინფექცია მის კიდევ ექვს თანაგუნდელს აღმოუჩინეს.

კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა ფლორენციის ,,ფიორენტინაში”.

ახალ დაინფიცირებულთა შორის 3 ფეხბურთელი და 3 კი კლუბის თანამშრომელი გახლავთყველა დაინფიცირებული კარანტინშია მოთავსებული.

იტალიაში კორონავირუსის 215,858
შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილია 29,958 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 96,276 პიროვნებამ მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი