მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,რეალში” კორონავირუსი არავის დაუდასტურდა

,,რეალში” კორონავირუსი არავის დაუდასტურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

მადრიდის ,,რეალში” კორონავირუსი არავის არ გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ESPN” ავრცელებს.

ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გუნდის ხელმძღვანელებს და კლუბის პერსონალს კორონავირუსზე ტესტები ოთხშაბათს ჩაუტარეს.
ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

,,რეალის” ფეხბურთელები მონაწილეობას გუნდის 11 მაისს დანიშნულ ვარჯიშში მიიღებენ.
სამწვრთნელი პროცესი განსაკუთრებული წესებით ჩატარდება.

მოედანზე გავლის წინ სპეციალური თანამშრომლები მინდორს დეზინფექციას გაუკეთებენ.
ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ვარჯიშისის დაწყებამდე თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
ვარჯიშისას კი მოთამაშეები ჯგუფებად დაიყოფიან და ერთმანეთს შორის დისტანციას დაიცავენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი