მთავარი მსოფლიოგერმანია ერთ კვირაში ბუნდესლიგა განახლდება

ერთ კვირაში ბუნდესლიგა განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

საბოლოოდ გადაწყდა, რომ გერმანიის ბუნდესლიგა 16 მაისს გაგრძელდება.

ბუნდესლიგაში 26-ე ტურის მატჩები 16, 17 და 18 მაისს შედგება.

ტურში სხვა საინტერესო მატჩებთან ერთად რურული დერბი  გაიმართება.

დორტმუნდში ,,სიგნალ იდუნა პარკზე” ერთმანეთს მტერ-მეტოქეები ადგილობრივი ,,ბორუსია” და გერზენკინხენის “შალკე 04” დაუპირისპირდებიან.

ბუნდესლიგის ლიდერი მიუნხენის ,,ბაიერნი” 26-ე ტურის მატჩს სტუმრად, ბერლინში ,,უნიონთან” ჩაატარებს.

მე-3 პოზიციაზე მყოფი ,,ლაიპციგი” შინ ,,ფრაიბურგს” მიიღებს.

გაეცანით 26 ტურის მატჩების განრიგს:

16 მაისი
17:30 საათი
,,დორტმუნდი” : ,,შალკე 04″
,,აუგსბურგი” : ,,ვოფსბურგი”
,,დიუსელდორფი” : ,,პადერბორნი”
,,ჰოფენჰაიმი” : ,,ჰერტა”
,,ლაიპციგი” : ,,ფრაიბურგი”
20:30 საათი
,,აინტრახტი” : ,,მიუხენგლადბახი”

17 მაისი
17:30 საათი
,,კიოლნი” : ,,მაინცი”
20:00 საათი
,,უნიონი” : ,,ბაიერნი”

18 მაისი
22:30 საათი
,,ვერდერი” : ,,ლევერკუზენი”

გერმანიის ბუნდესლიგას 55 ქულით მიუნხენის ,,ბაიერნი” ლიდერობს. ბავარიელებს 4 ქულით დორტმუნდის ,,ბორუსია” ჩამორჩება.

მე-3 პოზიციაზე მყოფ ,,ლაიპციგს” 50 ქულა გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი