მთავარი მთავარი ჰიონ მინ სონმა სავალდებულო სამხედრო სამსახური წარმატებით დაასრულა

ჰიონ მინ სონმა სავალდებულო სამხედრო სამსახური წარმატებით დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი

სამხრეთ კორეისა და ლონდონის ,,ტოტენჰემ ჰოსპურის” ფეხბურთელმა ჰიონ მინ სონმა სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახური დაასრულა.

სონი ჯარში ნაცვლად 21 თვისა, ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ჰიონ მინ სონი ქვეყნის სამსახურში წარმატებულად მსახურობდა. იგი ათმეთაური გახლდათ.
სონს საკუთარი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომისა, სანიმუშო ყოდაქცევისა და ქვეყნის მიმართ გამოხატული პატრიოტიზმის გამო სპეციალური ჯილდო გადასცეს.

სამხრეთ კორეიდან ჰიონ მინ სონი სპეციალური რეისით ლონდონში დაბრუნდა და ,,ტოტენჰემის” ვარჯიშების განახლებას ბრიტანეთის დედაქალაქში დაელოდება.

სამხრეთ კორეელს ჯარში წასვლამდე ტრავმა აწუხებდა და ჯარისკაცის ამპლუაში მყოფი ბატალიონის ოფიცრების გარდა რჩევებს ონლაინრეჟიმში ინგლისელი ექიმებისაგანაც იღებდა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი