მთავარი მთავარი ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ტომას ფელიპე კარლოვიჩი მოკლეს

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ტომას ფელიპე კარლოვიჩი მოკლეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
150 ნახვა

არგენტინის ქალაქ როსარიოში ბოროტმოქმედებმა ძარცვის დროს ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ტომას ფელიპე კარლოვიჩი მოკლეს. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ სააგენტო ,,Mdzol.com” ავრცელებს.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც კარლოვიჩი ველოსიპედით სეირნობდა. 74 წლის ყოფილ ფეხბურთელს მძარცველებმა ველოსიპედის წართმევის დროს თავში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყეს.
რის გამოც, მოხუცს ინსულტი დაემართა.

კარლოვიჩი მძიმე მდგომარეობაში როსარიოს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. იგი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმებმა პაციენტის გადარჩენა, ვერ შეძლეს.

როსარიოს პოლიციამ კარლოვიჩის მკვლელობის საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.
სამართალდამცველებს ამ დროისთვის დამნაშავეები არ დაუკავებიათ.

ტომას ფელიპე კარლოვიჩი ფეხბურთს 1969-1983 წლებში თამაშობდა.
იგი კარიერის განმავლობაში ,,როსარიოს”, ,,ფლანდრიას”, ,,ინდეპენდიენტეს”, ,,კორდობას”, ,,კოლონის” და ,,დეპორტივოს” ღირსებას იცავდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი