მთავარი მთავარი საშინელი ტრაგედია – თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

საშინელი ტრაგედია – თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
289 ნახვა

თურქული კლუბის ,,„ბურსა ილდირიმსპორის” ფეხბურთელმა ჩევჰერ თოქთაშმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,Daily Sabah” ავრცელებს.

23 აპრილს 5 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს. მას
ხველა და ცხელება ჰქონდა. ექიმები ფეხბურთელის შვილს კორონავირუსზე მკურნალობდნენ.

ბავშვი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა და პირველ ეტაპზე ყველაფერი კორონავირუსს დაბრალდა.
მედიკოსებს მოზარდისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.

11 დღის შემდეგ კი ჩევჰერ თოქთაში პოლიციაში თავად გამოცხადდა და შვილის მკვლელობა აღიარა.

სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში თოქთაშმა განაცხადა, რომ 5 წლის შვილი ბალიშით გაგუდა, ვინაიდან ის არასდროს უყვარდა.  იგი  ფსიქიკურ პრობლემას უარყობს და ამბობს, რომ დანაშაული საღ გონებაზე მყოფმა ჩაიდინა.

32 წლის ჩევჰერ თოქთაშის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
მას სამუდამო პატიმრობა ელოდება.

თოქთაში მაღალი დონის ფეხბურთელი არ გახლავთ. მას სხვადასხვა დროს ათამდე თურქულ კლუბში აქვს ნათამაშები.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი