მთავარი საქართველოლეგიონერები ,,ანორთოსისმა” ვარჯიში დაიწყო

,,ანორთოსისმა” ვარჯიში დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

კვიპროსის კლუბმა ფამაგუსტას ,,ანორთოსისმა” სავარჯიშო პროცესი განაახლა.

ქეცბაიას ბიჭები ვარჯიშის დროს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილებიან.

ვარჯიშის დაწყებისას გუნდის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს გაივლიან. ისინი დეზინფიცირებულ მოედანზე 5-კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ქართველი სპეციალისტის მითითებით ასე ივარჯიშებენ.

ამჟამად, კვიპროსში გუნდის სავარჯიშო პროცესში მონაწილეობას გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იღებენ, ხოლო ჯანო ანანიძე მარტში მიღებული ტრავმის გამო საქართველოში იმყოფება.

კვიპროსის ჩემპიონატი დიდი ალბათობით გაგრძლდება.

ამ დროისთვის პირველობას ,,ანორთოსისი” და ,,ომონია” 46-46 ქულით ლიდერობენ.
ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქართველების კონკურენტ გუნდს გააჩნია.

ფამაგუსტას გუნდი კვიპროსის თასის 1/2 ფინალშიც იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი