მთავარი სხვა_MMA UFC დაბრუნდა! გეიჯმა ფერგიუსონი გალახა, სეხუდომ კარიერა ჩემპიონის რაგნში დაასრულა

UFC დაბრუნდა! გეიჯმა ფერგიუსონი გალახა, სეხუდომ კარიერა ჩემპიონის რაგნში დაასრულა

79 ნახვა

გაგანია კორონავირუსის პანდემიის პირობებში UFC მაინც დაუბრუნდა ქომაგებს, თუმცა ცარიელ დარბაზში, უმაყურებლოდ. ღონისძიებას ჯექსონვილმა უმასპინძლა.

უმთავრესი ჯახი  მსუბუქი წონის დროებით ტიტულის მქონე ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯს შორის გაიმათა. ბუკმეიკერთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობის აზრით უმთავრეს ფავორიტად ფერგიუსონი მიიჩნეოდა, თუმცა გეიჯი სხვანაირად ფიქრობდა. ქაოსის, სიგიჟისა და ულევი აგრესიის მოყვარული ტონი უმოწყალოდ გალახა. ყველა რაუნდი გეიჯის უპირატესობით წარიმართა და ამას ტონის დასისხლიანებული სახეც მოწმობდა. მეხუთე ხუთწუთეულის მიწურულს საქმეში მსაჯი ჩაერია და ორთაბრძოლა შეაჩერა.

ასე და ამგვარად, მსუბუქი წონის ახალ დროებით ჩემპიონად 31 წლის ჯასტინ გეიჯი მოგვევლინა, რომელიც მომდევნო შეხვედრას, უდიდესი ალბათობით, უკვე ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჩაატარებს.

კარიერა ჩემპიონის რაგნში დაასრულა ჰენრი სეხუდომ. ზემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა ამ წონის ყოფილი ჩემპიონი დომინიკ კრუზი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მერე იყო ყველასთვის მოულოდნელი განცხადება: “ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ. სპორტში საკმარისს მივაღწიე და წასვლა მსურს. მინდა, რომ ცხოვრება მიხაროდეს. 33 წლის ვარ. 11 წლიდან ცხოვრება მეორე ადგილზე გადავდე, რადგან ამ შედეგების მიღწევა მსურდა. და დღეს მივდივარ.”

რაც შეეხება სხვა სინტერესო შეხვედრებს:

ფრენსის ნგანუმ წამებში გამოუყვანა წირვა ჟაირზინიო როზერსტრაიკს, ენტონი პეტისმა ჯულებით აჯობა დონალდ სერონს, ხოლო ფაბრიციო ვერდუმს ალექსეი ოლენიკმა სძლია ასევე ქულებით.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი