მთავარი მთავარი ლუკა იოვიჩი სახლში ვარჯიშის დროს დაშავდა 

ლუკა იოვიჩი სახლში ვარჯიშის დროს დაშავდა 

ავტორი კახა მიხანაშვილი

მადრიდის ,,რეალის” სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი სახლში ვარჯიშის დროს დაშავდა და ,,სამეფო კლუბს” დიდი ხნით გამოაკლდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,theguardian” ავრცელებს.

იოვიჩს სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაუტარეს. ბაკლანელ ფორვარდს მარჯვენა ფეხის ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

მედიკოსების ინფორმაციით ლუკა იოვიჩის ტრამვა სერიოზულია და მისი  აღდგენითი პროცესი ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდება.

ლუკა იოვიჩი შარში რამდენიმე თვის წინაც გაეხვა.  მან კარანტინი წესები არაფრად ჩააგდო და მეგობარი გოგონასთვის დაბადების დღის მისალოცად, მის სახლში გაემგზავრა.

მანამდე კი ,,სამეფო გუნდის” მოთამაშეს იზოლაციაში ყოფნა ყელში ამოუვიდა და საკარანტინო ზონა ,,ასკოლის“ ნახევარმცველ ნიკოლა ნინკოვიჩთან ერთად თვითნებურად დატოვა. ამ ფაქტს კი თვით სერბეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ფეხბურთელებს უპასუხისმგებლოები უწოდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი