მთავარი საქართველოლეგიონერები ,,შახტიორმა” ერთი ქულა გიორგი დიასამიძის გარეშე მოიპოვა

,,შახტიორმა” ერთი ქულა გიორგი დიასამიძის გარეშე მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ბელარუსის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში გიორგი დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის სოლიგორსკის ,,შახტიორმა” სტუმრად, ,,ვიტებსკისთან” ქულა მოიპოვა.

მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ლაშა შინდაგორიძე არ მიუღია.
გიორგი დიასამიძე კი ,,მეშახტეთა” განაცხადში იყო, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე არ შეიყვანა.

ამ ქულის მოპოვების შემდეგ ,,შახტიორს” 12 ქულა დაუგროვდა და ბელარუსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი