მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ბასკონიამ” ვარჯიში განაახლა – თორნიკე შენგელია ჯანმრთელადაა

,,ბასკონიამ” ვარჯიში განაახლა – თორნიკე შენგელია ჯანმრთელადაა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა ,,ბასკონიამ” კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ვარჯიშები განაახლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ჯანმრთელადაა. მან მონაწილეობა ,,ბასკონიას” სავარჯიშო პროცესში მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ვარჯიშები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით ზუსტად დაცვით მიმდინარეობს.

ყველა კალათბურთელი, რომელიც ვარჯიშებში მონაწილეობას იღებს სამი დღის განმავლობაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

რეკომენდაციის თანახმად, ყველა კალათბურთელი და მწვრთნელი ვალდებულია დარბაზში ყოფნის დროს პირბადეები და ხელთათმანები ატაროს. დარბაზში ერთად ვარჯიშის საშუალება მხოლოდ ექვს კალათბურთელს ექნება. თითოეულ სპორტსმენს ინდივიდუალური მწვრთნელი ეყოლება.
ვარჯიშის დროს ადამიანებს შორის დისტანცია მინიმუმ ოთხი მეტრი უნდა იყოს.

ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დარბაზში დეზინფექცია ჩატარდება.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი ახალი ფორმატით განახლდება.
ჩემპიონობისთვის ბრძოლას 12 საუკეთესო გუნდი გაააგრძელებს.

განახლებული ტურნირი სტარტს 31 მაისს აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი