მთავარი საქართველოლეგიონერები თემურ ქეცბაიას საქველმოქმედო აქცია – ქართველი ფეხბურთელი აუქციონზე ორ მაისურს გამოიტანს

თემურ ქეცბაიას საქველმოქმედო აქცია – ქართველი ფეხბურთელი აუქციონზე ორ მაისურს გამოიტანს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად ფამაგუსტას ,,ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, მეუღლესთან ერთად მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში მიიღებს.

თემურ ქეცბაია აუქციონზე გასაყიდად, მისი კოლექციიდან ორ მაისურს გამოიტანს.
ერთი მაისური ,,ანორთოსისისაა”, მეორე კი ინგლისის ნაკრების, რომელიც საქართველოსთან მატჩში ბრიტანელმა ფეხბურთელმა გაუცვალა.

ქეცბაიას ოჯახი მაისურების გაყიდვიდან შესულ თანხას კვიპროსში კორონავირუსის ფონდში ჩარიცხავს.

კვიპროსში ამ დროისთვის კორონავირუსის 898 შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილია 16 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 401 ადამიანმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი