მთავარი მთავარი ჯონა ლომუ 45

ჯონა ლომუ 45

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

დღეს, ლეგენდარული ახალი ზელანდიელი მორაგბე ჯონა ლომუ 45 წლის გახდებოდა.

ლომუ 1975 წლის 12 მაისს ზელანდიის ქალაქ ოკლენდში დაიბადა.

ჯონა ლომუ ახალი ზელანდიის ნაკრების ღირსებას 1994–2002 წლებში იცავდა. ის ,,ოლ ბლექსის” ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო, როდესაც 19 წლის და 54 დღის ასაკში  1994 წელს ნაკრებში თავისი პირველი თამაში ჩაატარა.

ჯონა ლომუმ კარიერის განმავლობაში  ახალ ზელანდიის ეროვნულ გუნდში  63 სანაკრებო კეპი მოაგროვა
და  37 ლელო გაიტანა.
ლომუ   რაგბის პირველ საერთაშორისო ვარსკვლავად მიიჩნევა.

ლომუ არის მორაგბე,  რომელმაც რაგბის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
ლომუ რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში 2007 წლის 9 ოქტომბერს,ხოლო მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზში 2011 წლის 24 ოქტომბერს შეიყვანეს.

საკლუბო კარიერის განმავლობაში ჯონა,,ჩიფსის”, ,,ურიკანის”,  ლომუ ,,მანუკაუს”,  ,,ბლუზის”, ,,ველიგტონის”, ,,კარდიფ ბლუზის”, ,,ნორთ ჰარბურის” და ,,მარსელოს” ღირსებას იცავდა.

ჯონა ლომუმ 2002 წელს ტრავმის გამო კარიერა შეწყვიტა, თუმცა თირკმლის გადანერგვის შემდეგ ის რაგბიში 2004 წელს დაბრუნდა.

ჯონა ლომუმ სარაგბო კარიერა 2007 წელს დაასრულა.
ახალი ზელანდიის ლეგენდა  2015 წლის 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი