მთავარი მსოფლიოესპანეთი მადრიდის ,,რეალი” საშინაო მატჩებს ბაზაზე ჩაატარებს

მადრიდის ,,რეალი” საშინაო მატჩებს ბაზაზე ჩაატარებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

მადრიდის ,,რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს საკუთარ ბაზაზე მდებარე ,,ალფრედო დი სტეფანოს სახელობის” სტადიონზე ჩაატარებს.

სტადიონი 6 000 მაყურებელს იტევს, თუმცა ,,სამეფო კლუბი” აღნიშნულ არენაზე მატჩებს, იმ შემთხვევაში გამართავს, თუ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება.

„რეალის“ სავარჯიშო ბაზა ,,Ciudad Real Madrid“  2004-2005 წელს აშენდა. მისმა ღირებულებამ 98.5 მილიონი ევრო შეადგინა.

,,რეალის” ბაზა 120 ჰექტარს შეადგენს.
კომპლექსში ოთხი საფეხბურთო მოედანი, აქედან 3 პირველი გუნდისთვის მდებარეობს.
ბაზაზე ექვსი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სატრენაჟორო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ცენტრი, მოთამაშეთა საცხოვრებელი კორპუსია განლაგებული.

ამასობაში მადრიდის ,,რეალმა” ვარჯიში უკვე განაახლა.
ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.
ტრავმის შემდეგ სავარჯიშო პროცესს კაზემიროც დაუბრუნდა.

მადრიდელები ვარჯიშისას მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს იცავენ.
ფეხბურთელები ვარჯიშის პერიოდში ჯგუფებად არიან დაყოფილები და ერთმანეთს შორის ორმეტრიან დიატანციას იცავენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი