მთავარი მსოფლიოესპანეთი ხუან ლაპორტა: ,,თუ ,,ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდი გვარდიოლას მშობლიურ გუნდში დავაბრუნებ”

ხუან ლაპორტა: ,,თუ ,,ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდი გვარდიოლას მშობლიურ გუნდში დავაბრუნებ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

კატალონიური საფეხბურთო გრანდის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად კლუბის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ხუან ლაპორტამ სააგენტო ,,COPE”-სთან კომენტარში ,,ბარსელონაში” ხოსეპ გვარდიოლას დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

ლაპორტა აცხადებს, რომ გვარდიოლამ ,,ბარსელონაში” ეპოქა შექმნა. იგი ,,მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელ მწვრთნელს კატალონიის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესოს უწოდებს.

ხუანლაპორტა: ,,2021 წელს დანიშნულ ,,ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ჩემი მიზანია კატალონიურ გუნდს ძვი დიდება დავუბრუნო.
თუ ,,ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდი გვარდიოლას მშობლიურ გუნდში დავაბრუნებ. მე მას გუნდში კარგ პირობებს შევთავაზებ, თუმცა ის ახლა „მანჩესტერ სიტიშია“ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.
მე ვთვლი, რომ ხოსეპ გვარდიოლა ,,ბარსელონას” უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ამაზე მისი ტიტულები და გუნდში ლამაზი სათამაშო სტილის დანერგვა მეტყველებს. ჩვენ ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე გაგვაჩნია და ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს.
რატომ მინდა გავხდე ,,ბარსელონას” პრეზიდენტი? – იმიტომ, რომ ვხედავ დღევანდელი პრეზიდენტი თავის მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს.” – აცხადებს ხუან ლაპორტა.

ხუან ლაპორტა ,,ბარსელონას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. მის დროს კატალონიურმა გრანდმა 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიაღწია წარმატებას.
5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ერთხელ ესპანეთის თასი აღმართა.
4-ჯერ კი ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა.

,,ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი