მთავარი მთავარი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ კორეელ ძიუდოისტს სპორტში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ კორეელ ძიუდოისტს სპორტში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა

523 ნახვა

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ ვერცხლის პრიზიორს, ასევე ორგზის აზიის ჩემპიონსა და 11 ძიუდოს მსოფლიო ტურის მომგებ ვანგ-კი ჩუნს სპორტში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კორეის ძიუდოს ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც სპორტსმენს უმძიმესი ბრალდება წაუყენეს – 2 მაისს ტიტულოვანი ძიუდოისტი არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

საქმის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა კულუარული ინფორმაციით ბრალდებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს და, დიდი ალბათობით,  31 წლის ვეტერან ძიუდოისტ ვანგ-კი ჩუნს დარჩენილი ცხოვრების საკანში გატარება მოუწევს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი