მთავარი მთავარი ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გადაიდო

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ფიფას გადაწყვეტილებით მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი წლის ვადით გადაიდო.

პლანეტის პირველობა 2020 წლის 12 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ლიეტუვაში უნდა გამართულიყო.

ტურნირის მასპინძელი ქვეყანა არ შეიცვება. უბრალოდ, მსოფლიოს პირველობა ნაცვლად 2020 წლისა 2021 წელს შედგება.

ერთი წლის ვადით მსოფლიოს ჩემპიონატები 17 და 20-წლამდე გოგონებს შორისაც გადაიდო.

ორივე ჩემპიონატი 2021 წელს შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი