მთავარი მთავარი 5 საინტერესო ფაქტი დარია ბილოდიდის შესახებ

5 საინტერესო ფაქტი დარია ბილოდიდის შესახებ

ავტორი კახა მიხანაშვილი

2-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა უკრაინელმა ვარსკვლავმა დარია ბილოდიდმა ,,ფეისბუქის” გვერდზე მის შესახებ 5 საინტერესო ფაქტი დაწერა.

ძიუდოს ულამაზეს ვარსკვლავს ბავშვობაში სურდა მოლარე გამოსულიყო, რადგან ეგონა, რომ ყველა ფული, რომელიც სალაროში იყო მისი იქნებოდა.

მაშ, ასე გაიგეთ საინტერესო ფაქტები დარია ბილოდიდის შესახებ:
1. მე ვარ ძალიან პასუხიმგებლიანი და დისციპლინებული ადამიანი, როგორც სპორტში ისევე ცხოვრებაში. მე ჩემს საქმეს სერიოზულად და მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგები.

2. ძალიან სწრაფად ვჭამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი ჩვევა არ არის.

3. არ მიყვარს აქტიური დასვენება. წყნარ და მშვიდ გარემოში დასვენება მირჩევნია.

4. როცა ბავშვი ვიყავი, მინდოდა მოლარე გამოვსულიყავი. მეგონა სალაროში რამდენი ფულიც იდო, ყველა ჩემი იქნებოდა.

5. საშინლად ტკბილი გოგო ვარ. ერთი დღე არ შემიძლია გავძლო პოზიტივის გარეშე.

19 წლის დარია ბილოდიდი ასაკის მიუხედავად, ტიტულოვანი ძიუდოისტია. მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული 2-ჯერ აქვს მოპოვებული.
მის კოლექციაშია 2019 წელს მინსკის ევროპულ თამაშებზე აღებული ოქროს მედალიც.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი