მთავარი მთავარი ბენ ვოლავოლა კარიერას ,,პერპინიანში” გააგრძელებს

ბენ ვოლავოლა კარიერას ,,პერპინიანში” გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბმა ,,პერპინიანმა” პარიზის ,,რასინგ 92″-დან ფიჯის ნაკრების მგეზავი ბენ ვოლავოლა გადაიბირა. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

29 წლის ვოლავოლამ კატალონიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბენ ვოლავოლა ,,რასინგის” ღირსებას 2018 წლიდან იცავდა. მან დედაქალაქელთა რიგებში 28 მატჩი ჩაატარა და 26 ქულა დააგროვა.
,,რასინგში” გადასვლამდე ვოლავოლა ,,ბორდოში” თამაშობდა.
პროფესიული კარიერა კი ავსტრალიის სიდნეი კლუბ ,,საუთერნ დისტრიქტსში” 2012 წელს დაიწყო.

ბენ ვოლავოლას ფიჯის ნაკრებში 32 კეპი აქვს მოხვეჭილი და 198 ქულა მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი