მთავარი მთავარი ლეგენდარული სერენა უილიამსი ათწლეულის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს

ლეგენდარული სერენა უილიამსი ათწლეულის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ამერიკელი სერენა უილიამსი ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია WTA-მ ათწლეულის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა.

ჩოგბურთის ხელმძღვანელებმა ბოლო ათ წელიწადში სპორტსმენების მოპოვებული  ქულები დააჯამეს და საუკეთესოებიც ასე გამოავლინეს.

ლეგენდარულ სერენა უილიამს ჯამში 66 308 ქულა მოუგროვდა.
მეორე ადგილზე 46 385 ქულით პეტრა კვიტოვა გავიდა.
მესამე საპატიო ადგილი 44 590 ქულით წილად რუმინელ სიმონა ჰალეპს ხვდა.

ესეც საუკეთესო ათეული:
1. სერენა უილიამსი (აშშ) 66 308
2. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 46 385
3. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) 44 590
4. ანჟელიკ კერბერი (გერმანია) 41 090
5. ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი)
39 235
6. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) 30 207
7. სამანტა სტოსური (ავსტრალია) 27 461
8. ელინა სვიტოლინა (უკრაინა) 26 164
9. გარბინე მუგურუსა (ესპანეთი) 26 056
10. ვინუს უილიამსი (აშშ) 24 641

სერენა უილიამსს კარიერაში 73 ტიტული აქვს მოგებული.
იგი  ,,დიდი მუზარადის” პირველობებზე ჩემპიონი 23-ჯერ გახდა.

ესეც სერენა უილიამსის მოგებული  ტურნირების არასრული ჩამონათვალი:
ოლიმპიური ჩემპიონი: 2000, 2008, 2012
ავსტრალიის ღია პირველობა: (2003200520072009201020152017)
როლან გაროსი: (200220132015)
უიმბლდონი: (2002200320092010201220152016)
აშშ ღია პირველობა:(199920022008201220132014)
გრან სლემი: (1999)
წლის შემაჯამებელი ტურნირი: (20012009201220132014)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი