მთავარი მთავარი იაპონელი რიკიში 28 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

იაპონელი რიკიში 28 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

28 წლის ასაკში სანდანმეს დივიზიონში მოასპარეზე იაპონელი რიკიში შობუში კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

შობუშის დაღუპვის ამბავი დღეს დილით გავრცელდა.

იაპონელი სუმოისტს კორონავირუსი 10 აპრილს დაუდგინდა. იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 19 აპრილს ტოკიოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შობუშის მწვავე პნევმონია ჰქონდა. ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს, თუმცა სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შობუში, რომლის ნამდვილი სახელი კიოტაკა სუეტაკე გახლდათ პირველი რიკიშია, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

შობუშის პროფესიონალურ სუმოში დებიუტი 2007 წელს შედგა. ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ამჟამად, რანგით მე-4 სანდანმეს დივიზიონში მე-11 ნომრის სტატუსს ატარებდა.

იაპონიის სუმოს ასოციაციის თავჯდომარე ჰაკაკუმ შობუში გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. მისი აზრით, გარდაცვლილი რიკიში ერთი თვის განმავლობაში ვერაგულ დაავადებას ვაჟკაცურად ებრძოდა.

ჰაკაკუ: ,,შობუში ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას. წარმომიდგენია რა ძნელი იყო მისთვის, ეს ბრძოლა გადარჩენისთვის. მან ძლიერი ხასიათი გამოავლინა და ვერაგულ დაავადებას ბოლომდე ღირსეულად შეეწინააღმდეგა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ის ჯერ მხოლოდ 28 წლის იყო.
მწუხარებას გამოვთქვავ შობუშის გარდაცვალების გამო.” – აცხადებს სუმოს ასოციაციის თავჯდომარე.

კორონავირისის გამო მაისში დაგეგმილი ნაცუ ბაშო გაუქმდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი