მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნმა” ახალგაზრდა პერპექტიული ფორვარდი დაიმატა

,,ბაიერნმა” ახალგაზრდა პერპექტიული ფორვარდი დაიმატა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მიუნხენის ,,ბაიერნმა” ,,ჰოფენჰაიმიდან” 17 წლის ფორვარდი არმინდო ზიბი გადაიბირა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ ბავარიელთა ,,ტ იტერის” გვერდზე ვრცელდება.

ზიბი ერთ-ერთ პერპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება. იგი მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 17-წლამდელთა ტურნირზე გადიოდა. ახალგაზრდა გერმანელმა თავდამსხმელმა 15 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

არმინდო ზიბი თავდაპირველად, ,,ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. იქ წარმატების შემთხვევაში კი ,,რეკორდმაისტერის* მთავარ კლუბს შეუერთდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი