მთავარი საქართველოლეგიონერები ვასილ კაკოვინი ,,სტად ფრანსეში” გადავიდა

ვასილ კაკოვინი ,,სტად ფრანსეში” გადავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

31 წლის ქართველი მორაგბე ვასილ კაკოვინი კარიერას საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბ ,,სტად ფრანსეში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართველმა ბურჯმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველ არხთან” საუბარში დაადასტურა.

კაკოვინი ,,სტად ფრანსეში” პარიზის ,,რასინგ 92″-დან აღმოჩნდა. დედაქალაქურ კლუბში ქართველი მორაგბე 2017 წლიდან თამაშობდა.
კაკოვინმა ,,რასინგთან” ერთად 2017-18 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

ჭიათურაში დაბადებული ვასილ კაკოვინი საფრანგეთში 21 წლის ასაკში აღმოჩნდა. იგი თავდაპირველად, ,,ბრივის” ღირსებას იცავდა.
2012–2017 წლებში კი ,,ტულუზაში” ასპარეზობდა.

ვასილ კაკოვინს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 25 კეპი აქვს მოხვეჭილი და ერთი ლელო გატანილი.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი