მთავარი მსოფლიოგერმანია იოაჰიმ ლიოვის ბუნდესლიგის თამაშებზე არ დაუშვებენ

იოაჰიმ ლიოვის ბუნდესლიგის თამაშებზე არ დაუშვებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი განახლებულ ბუნდესლიგის მატჩებს ვერ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ბილდი” ავრცელებს.

14 მარტს შეწყვეტილი გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისს გაგრძელდება.
შეხვედრებზე დასწრების უფლება მაყურებლებს არ ექნებათ.
საფეხბურთო ორთაბრძოლებს, ვერც ჟურნალისტები დაესწრებიან გარდა, რამდენიმე ოპერატორისა, რომელიც მატჩს პირდაპირ ეთერის დროს გადაიღებს.

ასე, რომ იოაჰიმ ლიოვის ნაკრების ფეხბურთელებზე დაკვირვება ტელეეკრანთან, დისტანციურ რეჟიმში მოუწევს.

16 მარტს, ბუნდესლიგის 6 შეხვედრა შედგება.
2 მატჩი კვირას, 17 მარტს, გაიმართება.
ტური კი 18 მარტს, ბრემენის ,,ვერდერისა” და ლევერკუზენის ,,ბაიერის” ორთაბრძოლით დასრულდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი