მთავარი მსოფლიოგერმანია ანონსი: ბუნდესლიგა რურის დერბით განახლდება

ანონსი: ბუნდესლიგა რურის დერბით განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

და აი დადგა ნანატრი დღე.

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ დიდი ფეხბურთი ბრუნდება.

ამ უიკენდზე გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშება გაგრძელდება.

დამდეგ შაბათ-კვირას ბუნდესლიგაში 26-ე ტურის მატჩები შედგება.

ტურის ცენტრალური ორთაბრძოლა დორტმუნდის ,,სიგნალ იდუნა პარკზე” გაიმართება.

ერთმანეთს რურის მხარის გუნდები ,,ბორუსია” და ,,შალკე 04″ დაუპირისპირდებიან.

გერზენკინხენელებთან შეხვედრას ,,დორტმუნდი” დანაკლისით ხვდება.
მასპინძლების ლაზარეთში ემრე ჩანი, მარკო როისი,  ნიკო შულცი, ბელგიელი აქსელ ვიტსელი და ფრანგი დან აქსელ ზაგადუ იმყოფებიან.  მათ სხვადასხვა ტრავმა აწუხებთ და კორონავირუსი არ გააჩნიათ.

,,შალკე” კი დორტმუნდში ესპანელი ომარ მასკარელისა და ბენჟამინ სტამბულის გარეშე ჩავიდა.

,,დორტმუნდს” 51 ქულა გააჩნია და გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძვის.
,,შალკე” კი 37 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ევროპა ლიგაზე გასვლას ლამობს.

რურული დერბი შაბათს, 16 მარტს, სტარტს  17:30 საათზე აიღებს.

შაბათსვე, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ,,ლაიფციგი” შინ, ,,რედ ბულ არენაზე” ევროპა ლიგის საგზურის მაძიებელ ,,ფრაიბურგს” შეერკინება.
მე-4 პოზიციაზე მყოფი ,,მიუხენგლადბახი” ურთიერთობას  ფრანკფურტში ,,აინტრახტთან” გაარკვევს.

კვირას კი საქმეში გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიუნხენის ,,ბაიერნი” ჩაერთვება.

,,რეკორდმეისტერი” გერმანიის დედაქალაქს ეწვევა და ადგილობრივ ,,უნიონთან” 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

ბავარიელები ბერლინში ტრავმირებული  ბრაზილიელი კოუტინიოს,  ფრანგი კორენტინ ტოლისოსა და ნიკლას სულეს გარეშე ჩავიდნენ.
ბერლინელთაგან კი მატჩს შვედი სებასტიან ანდერსონი,  ნიდერლანდელი შენალდო ბეკერი და  მარვინ ფრიედრიხი გამოტოვებენ.

გაეცანით 26 ტურის მატჩების განრიგს:

16 მაისი
17:30 საათი
,,დორტმუნდი” : ,,შალკე 04″
,,აუგსბურგი” : ,,ვოფსბურგი”
,,დიუსელდორფი” : ,,პადერბორნი”
,,ჰოფენჰაიმი” : ,,ჰერტა”
,,ლაიპციგი” : ,,ფრაიბურგი”
20:30 საათი
,,აინტრახტი” : ,,მიუხენგლადბახი”

17 მაისი
17:30 საათი
,,კიოლნი” : ,,მაინცი”
20:00 საათი
,,უნიონი” : ,,ბაიერნი”

18 მაისი
22:30 საათი
,,ვერდერი” : ,,ლევერკუზენი”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი