მთავარი საქართველოლეგიონერები კვიპროსის ჩემპიონატი გაუქმდა – ,,ანორთოსისი” ვიცეჩემპიონად გამოცხადდა

კვიპროსის ჩემპიონატი გაუქმდა – ,,ანორთოსისი” ვიცეჩემპიონად გამოცხადდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

კვიპროსის 2019-2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს ვერ შეასრულებს და უსაფრთხოების მიზნით ჩემპიონატი შეწყდება.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ქართველებით დაკომპლექტებული ,,ანორთოსისი” აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კუნძულელთა ვიცეჩემპიო ად გამოცხადდა.

,,ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფედერაციის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.
მისი გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი შეიტანოს. ამ ფაქტის შესახებ ფამაგუსტას კლუბმა უეფას უკვე აცნობა.

გაუქმებულ ჩემპიონატში 46-46 ქულით „ომონია“ და „ანორთოსისი“ ლიდერობდნენ.
ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას კი ნიქოზიას კლუბი ფლობდა.

მომავალ ჩემპიონატზე ,,ომონია” მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს.

ქართველების ,,ანორთოსისი” კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. მის გარდა აღნიშნულ ტურნირზე ,,აპოელი“ და „აპოლონი“ ითამაშებენ.

წელს კვიპროსის ჩემპიონატიდან არცერთი გუნდი არ გავარდება და მომავალ სეზონში პირველობაზე 12-გუნდის ნაცვლად 14 გუნდი ითამაშებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი