მთავარი მთავარი ნიკლას ბენდტნერმა პოკერში 6 მილიონი წააგო

ნიკლას ბენდტნერმა პოკერში 6 მილიონი წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

დანიის ნაკრებისა და ლონდონის ,,არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკლას ბენდტნერმა საკუთარ რეალითი-შოუში აღიარა, რომ წლების განმავლობაში ლუდომაბიით სერიოზულად იყო დაავადებული.

ბენდტნერი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მისი აღიარებით პოკერის თამაში 19 წლის ასაკში დაიწყო და ჯამში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი წააგო.

32 წლის ნიკლას ბენდტნერი კარიერის განმავლობაში ,,არსენალის” გარდა ,,ბირმინგემ სიტის”, ,,სანდერლენდის”, ,,იუვენტუსის”, ,,ვოლფსბურგის”, ,,ნოტინგემ ფორესტის” და ,,რუსემბორგის” ღირსებას იცავდა.
ამჟამად კი სამშობლოში ,,კოპენჰაგენში” ასპარეზობს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი