მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნმა” ბერლინში გაიმარჯვა

,,ბაიერნმა” ბერლინში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

განახლებული გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში მოუნხენის ,,ბაიერნმა” დედაქალაქ ბერლინში ,,უნიონთან” 3 ქულა მოიპოვა და ,,დორტმუნდთან” 4-ქულიანი ჰანდიკაპი აღადგინა.

ბავარიელებმა მეტოქეს დამაჯერებლად 2:0 მოუგეს.

,,რეკორდმაისტერმა” პირველი გოლი მე-18 წუთზე გაიტანა. სერჟ გნაბრის პასით თომას მიულერმა იხეირა. მატჩის არბიტრმა ბიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ გოლი თამაშგარის მოტივით გააუქმა.

,,ბაიერნმა” ტაიმი მაინც მოიგო.
მე-40 წუთზე დანიშნული პენალტი გოლად მიუნხენელთა ბომბარდირმა პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აქცია
11-მეტრიანი ბერლინელთა სერბი მცველის ნემან სუბოტიჩის უხეშობას მოჰყვა. ბალკანელმა საკუთარ საჯარიმოში ლეონ გორეცკა წააქცია.

მიუნხენურმა გრანს დედაქალაქელთა კარი მეორედ მე-80 წუთზე აიღო.

ჯოშია კიმიხის პასით ბავარიელთა მცველმა ფრანგმა ბენჟამინ პავარმა იხეირა.

საბოლოოდ, ,,ბაიერნმა” 2:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში 58 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.
მიუნხენელები კონკურენტ ,,დორტმუნდს” 4 ქულით უსწრებენ.

,,უნიონი” კი 30 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

,,უნიონი” 0:2 ,,ბაიერნი”
40′ ლევანდოვსკი პენ. (0-1), 80′ პავანი (0-2)

,,უნიონი”: გიკიევიცი, ჰუბნერი, შლოტერბეკი, სუბოტიჩი, ტრიმელი, პრომელი (85′ კროოსი), ანდრიხი (71′ გენტნერი), ლენცი, ინგვარტსენი (81’მეესი), ბულტერი (85′ რიერსონი), უჟა (70′ ანდერსონი)
მთავარი მწვრთნელი: ჰოფმანი

,,ბაიერნი”: ნოიერი, პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი, კიმიხი, ალკანტარა, მიულერი (89′ კოისანსე), გნაბრი (85′ პერისიჩი), გორეცკა (71′ კომანი), ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ფლიკი

,,კიოლნი” 2:2 ,,მაინცი”
6′ უტი (1-0), 53′ კაინცი (2-0), 61′ ავონი (2-1), 72′ კუნდე მალონგი (2-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი