მთავარი მთავარი რაფაელ ნადალი ყველა დროის საუკეთესო ესპანელ სპორტსმენად დაასახელეს

რაფაელ ნადალი ყველა დროის საუკეთესო ესპანელ სპორტსმენად დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

34 წლის ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ყველა დროის საუკეთესო ესპანელ სპორტსმენად დაასახელეს.

გამოკითხვა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“  მკითხველებს შორის ჩაატარა.

ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო  სპორტსმენის შერჩევა ფლეი-ოფის სისტემით მოხდა.
გულშემატკივრებს რჩეული სპორტსმენი ორ კანდიდატიდან უნდა შეერჩია.

გამოკითხვის ფინალში რაფაელ ნადალი და კალათბურთელი პაუ გასოლი გავიდნენ.
ნადალმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.  ესპანელმა ჩოგბურთელმა  ხმების 82% მიიღო.

ნადალი ფინალამდე ავტომრბოლელ კარლოს საინსს და ლეგენდარულ ველომრბოლებს ალბერტო კონტადორსა და მიგელ ინდურაინს შორის გამოარჩიეს.

რაფაელ ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მას ,,დიდი მუზარადის” 19 ტიტული აქვს მოგებული. იგი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ.

ესეც ნადალის მოპივებული ტიტულების არასრული ჩამონათვალი:
ოლიმპიური ჩემპიონი 2-ჯერ: 2008 (ერთეულთა თანრიგში), 2016 (წყვილებში)
ავსტრალიის ღია პირველობა: 2009
როლან გაროსი 12-ჯერ:  200520062007200820102011201220132014201720182019
უიმბლდონი 2-ჯერ: 2008, 2010
აშშ ღია პირველობა 4-ჯერ:  2010201320172019
წლის შემაჯამებელი ტურნირი 2-ჯერ: 2010, 2013
დევისის თასი 5-ჯერ:
20042008200920112019

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი