მთავარი მთავარი ცვლილებები, რომელიც ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო შევიდა

ცვლილებები, რომელიც ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო შევიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსმა დაღი საფეხბურთო მატჩებსაც დაასვა.

ვირუსის გამო ფეხბურთში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

განვიხილოთ ახალი რეგულაციები გერმანიის განახლებული ბუნდესლიგის მაგალითზე.

დავიწყოთ იმითი, რომ საფეხბურთო მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება და არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

შეხვედრებზე ჟურნალისტებს აკრედიტაცია არ ექნებათ. მატჩებზე მხოლოდ პირდაპირი რეპორტაჟის გადამღები ჯგუფი დაიშვება. საკომენტატორო ჯიხურში კი რამდენიმე ტექნიკური ჯგუფის წევრი და ერთი შეხვედრის წამყვანი ისხდება.

ასევე მატჩებს მოემსახურება ვიდეორეფერიც.

საფეხბურთო მოედანი და ინვენტარი შეხვედრის წინა დღეს საგულდაგულოდ სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე თერმოსკრინინგს უტარებენ.

მთავარ მწვრთნელს სათადარიგო სკამზე მხოლოდ ერთი ასისტენტი უზის. ორივე მათგანი ვალდებული პირბადე ეკეთოს და ერთმანეთს შორის ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას.

სათადარიგო ფეხბურთელები ტრიბუნებზე სხედან და საჭიროების შემთხვევაში შეცვლაზე იქიდან შედიან. გახურების დროს კი რამდენიმე მოთამაშის ერთად ვარჯიში აკრძალულია.

საფეხბურთო მატჩისას მწვრთნელებს ნაცვლად 3 ცვლილებისა, ახლა უკვე 5 შეცვლის უფლება გააჩნიათ.

ფეხბურთელები გატანილი გოლის შემდეგ ერთმანეთს არ უნდა ჩაეხუტნონ. მათ წარმატება მხოლოდ ახალი წესით მუშტზე-მუშტის მიკრით უნდა აღნიშნონ.

აიკრძალა, ასევე მეკარის საჯარიმოში სამ ფეხბურთელზე მეტი ყოფნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენციები აღარ გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი