მთავარი მსოფლიოესპანეთი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების დრო ცნობილია

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების დრო ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 12 ივნისს, განახლდება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა.

ტებასი აცხადებს, რომ ბუნდესლიგის გენერალურ დირექტორს ჩემპიონატის გახსნა მიულოცა და მისგან კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მიერ დაწესებული
რეკომენდაციების კუთხით დახმარების პირობა მიიღო.

ტებასის აზრით, უსაფრთხოების იმ ზომების წყალობით, რაც მათ მიიღეს, ვარჯიშებზე ვინმეს  დაინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ესპანეთის ლა ლიგა 27 ტურის შემდეგ შეწყდა.
ამ დროისთვის პირველობას 58 ქულით ,,ბარსელონა” ლიდერობს.
მის მტერ-მეტოქე ,,რეალს” 56 ქულა გააჩნია.
მე-3 პოზიციას 47 ქულით ანდალუსიური ,,სევილია” იკავებს.
46-46 ქულით III-IV ადგილებს ,,რეალ სოსიედადი” და ,,ხეტაფე” იყოფენ.

გასავარდნ ზონაში კი ,,მალიორკა”, ,,ლეგანესი” და ,,ესპანიოლი” არიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი