მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბრემენელი მუსიკოსები” სცენაზე სამარცხინოდ დაბრუნდნენ

,,ბრემენელი მუსიკოსები” სცენაზე სამარცხინოდ დაბრუნდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგაში 26-ე ტურის დასკვნითი მატჩი შედგა.

ბრემენში ,,ვესერსტადიონზე” ადგილობრივი ,,ვერდერი” ლევერკუზენის ,,ბაიერს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

,,ფარმაცევტებმა” ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს.
ფრანგ მუსა დიაბის პასით გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა.

,,ბრემენელი მუსიკოსებმა” წონასწორობა გაშვებული გოლიდან 2 წუთში აღადგინეს.
მეტოქის კარი ჩეხმა თეოდორ გერტე სელასიემ დალაშქრა.

ტაიმი ლევერკუზენელების გამარჯვებით დასრულდა.
33-ე წუთზე კაი ჰავერცმა
დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში ,,ბაიერმა” ,,ვერდერი”, კიდევ 2-ჯერ დაამწუხრა.

61-ე წუთზე ბრემენელთა კარი მიტჩელ ვეისერმა აიღო. მას ასისტენტობა ფრანგმა მუსა დიაბმა გაუწია.

78-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში კემერ დემირბიმ დააფიქსირა. საგოლე პასი აქტივში ქარიმ ბელარაბიმ ჩაიწერა.

ამ გამარჯვებით ,,ლევერკუზენმა”
50 ქულა დააგროვა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაბარგდა.
,,ვერდერს” კი შავი დღე უდგას. გუნდი გასავარდნ ზონაში გახლავთ.
ბრემენელები 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.

,,ვერდერი” 1:4 ,,ლევერკუზენი”
28′ ჰავერცი (0-1), 30′ გერტე სელასიე (1-1), 33′ ჰავერცი (1-2), 61′ ვეისერი (1-3), 78′ დემირბი (1-4)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი