მთავარი მსოფლიოინგლისი პრემიერლიგის გუნდები ვარჯიშს განაახლებენ

პრემიერლიგის გუნდები ვარჯიშს განაახლებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ინგლისიდან სასიამოვნო ამბავი გავრცელდა.

ხვალ, 20 მაისს, პრემიერლიგის გუნდები ვარჯიშს განაახლებენ. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

პირველ ეტაპზე ვარჯიშები სოციალური დისტანციის დაცვით ჯგუფებად არის შესაძლებელი.
ფეხბურთელები ამ ეტაპზე კონტაქტურად ვერ ივარჯიშებენ.

სამწვრთნელო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა მთავრობის მეთაურ ბორის ჯონსონთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

მხარეები მოლაპარაკებებს პრემიერლიგის გაგრძელების სავარაუდო, თარიღთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში გამართავენ.

შეწყვეტილ პრემიერლიგაში 82 ქულით ,,ლივერპული” დამაჯერებლად ლიდერობს.
მერსესაიდელებს უშუალო კონკურენტი ,,მანჩესტერ სიტი” 15 ქულით ჩამორჩება.

მე-3 პოზიციას 53 ქულით ,,ლესტერი” იკავებს.

გასავარდნ ზონაში ,,ბორნმუთი”, ,,ასტონ ვილა” და ,,ნორვიჩი” არიან..

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი