მთავარი სხვა_გუნდური სახეობები დავით ხავთასი: ,,უკვე ისე ვარ აუზები მესიზმრება, ბავშვები მენატრება, ყურში მათი ყიჟინა ჩამესმის”

დავით ხავთასი: ,,უკვე ისე ვარ აუზები მესიზმრება, ბავშვები მენატრება, ყურში მათი ყიჟინა ჩამესმის”

ავტორი კახა მიხანაშვილი
69 ნახვა

მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები სხვადასხვა სპორტის სახეობებთან ერთად წყალბურთისა და საწყლოსნო სპორტსაც შეუქმნა.

ამჟამად, საქართველოში ყველა საცურაო აუზი დაკეტილია და ამ სპორტის წარმომადგენლები ვარჯიშების განახლებას ვერ ახერხებენ.

საწყოსნო სპორტში არსებულ დღევანდელ სიტუაციაზე და პრობლემებზე ,,სპორტერის” რედაქცია ვეტერან წყალბურთელს, ამჟამად ,,იმედის” ბავშვთა წყალბურთის გუნდის მწვრთნელს დავით ხავთასს ესაუბრა.

ხავთასის აზრით, აუზებიდან არანაირი ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რასაც ექიმებიც ადასტურებენ.

,,იმედის” მწვრთნელი აცხადებს, რომ ყველა სპორტსმენისთვის ფორმიდან ამოვარდნა ძალიან ცუდია, მათ ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, რომ ისევ ფორმაში ჩადგეს.

დავით ხავთასი: ,,კორონავირუსის პანდემიამ სპორტს ძალიან დიდი დაღი დაასვა.
გადაიდო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.
საქართველოში თითქმის ყველა სპორტული აქტივობა შეჩერებულია.
ამ მხრივ პრობლემებია საწყლოსნო სპორტის სახეობებშიც. დაკეტილია სპორტული აუზები. ეს ყველაფერი სპორტსმენებზეც უარყოფითად აისახა. მართალია, ვარჯიშები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უკეთესია, რომ სპორტსმენი მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ იყოს და მის დავალებებს ასრულებდეს.

პანდემიამ პრობლემები საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებსაც შეიქმნა, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა და კონტინენტის პირველობაზე მე-10
ადგილზე გავიდა. მათ მარტის ბოლოს ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად მონაწილეობა სალიცენზიო ტურნირში უნდა მიეღოთ.

ჩემი გუნდი ,,იმედი” საქართველოს ასაკობრივ პირველობებში მონაწილეობს. ამ პანდემიამ დროებით ჩემპიონატების ჩატარების ვადები
გადაწია.
ყველა სპორტსმენისთვის ფორმიდან ამოვარდნა ძალიან ცუდია, მათ ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, რომ ისევ ფორმაში ჩადგეს.
იმედია, ჩვენი სპორტის სახეობა ჩვეულ რითმს მალე დაუბრუნდება და სავარჯიშო პროცესი აღდგება.
მთავრობის გადაწყვეტილებით აუზები და ფიტნეს დარბაზები ივლისში, უნდა აღსდგეს.
ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ჩემს საქმეს. უკვე ისე ვარ აუზები მესიზმრება, ბავშვები მენატრებიან, ყურში მათი ყიჟინა ჩამესმის.
ველოდებით, საწყლოსნო სპორტის მალე განახლებას. მით უმეტეს აუზებიდან არანაირი ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რასაც ექიმებიც ადასტურებენ.

დარწმუნებული ვარ, ქართულ სპორტს ჩვეული დიდება მალე დაუბრუნდება და სხვადასხვა არენებზე საქართველოს ჰიმნი არაერთხელ აგუგუნდება.
ქართველებს გამარჯვებები არ გამოგველევა.” – აცხადებს ბავშვთა წყალბურთის გუნდის მწვრთნელი დავით ხავთასი.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით საქართველოში აუზები და ფიტნეს დარბაზები 6 ივლისიდან აღდგება, თუმცა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა, მათი გახსნის ვადებმა გადმოიწიოს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი