მთავარი მსოფლიოესპანეთი იკერ კასილასი იუბილარია

დღეს, ლეგენდარული ესპანელი მეკარე მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი იკერ კასილასი 39 წლის გახდა.

კასილასი 1981 წლის 20 მაისს, მონტოლესში დაიბადა.

იკერ კასილასმა ფეხბურთზე სიარული 9 წლის ასაკში მადრიდის ,,რეალის” ბავშვთა აკადემიაში დაიწყო.

1999 წელს ,,სამეფო კლუბის” ძირითად გუნდში მოხვდა, სადაც 16 წელი გაატარა. სახელოვანმა მეკარემ ,,რეალის” შემადგენლობაში 510 შეხვედრა ჩაატარა.

კასილასმა მადრიდელებთან ერთად 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თითოჯერ კი ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.
2-ჯერ კი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.
კასილასი 5-გზის ესპანეთის ჩემპიონი გახლავთ.
2-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი აქვს მოპოვებული. 4-ჯერ კი ესპანეთის თასი დაისაკუთრა.

იკერ კასილასი 1999 წელს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
2008 და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა.
2010 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს.

კასილასი 2015 წლიდან პორტუგალიურ კლუბ ,,პორტუში” ასპარეზობს. ესპანელმა პორტუგალიაში თავის უხვ კოლექციას ამ ქვეყნის ჩემპიონისა და თასის ჯილდოებიც დაამატა.

იკერ კასილასი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2000 წელს შედგა. იგი მშობლიური გუნდის ღირსებას 16 წლის განმავლობაში იცავდა.
კასილასმა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირგუნა.
2008 და 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.
ჯამში კასილასმა ესპანეთის ნაკლების კარი 167 შეხვედრაში დაიცვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი