მთავარი მთავარი ბუნდესლიგაში 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ბუნდესლიგაში 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგაში პარასკებიდან მოყოლებული ორშაბათამდე 26-ე ტურის შეხვედრები ჩატარდა.

ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა განახლებულ ტურნირის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დორტმუნდის ,,ბორუსიას” პორტუგალიელი შემტევი რაფაელ გერერო გახდა. მან ,,შალკესთან” მატჩში დუბლი შეასრულა.

26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში 2-2
ფეხბურთელი ,,ლევერკუზენიდან”, ,,ბაიერნიდან”, ,,ჰერტადან”და ,,დორტმუნდიდან” მოხვდა.

ნაკრებში თითო წარმომადგენელი კი ,,გლადბახს”, ,,ვოლფსბურგს” და ,,კიოლნს” ჰყავს.

ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რენე იარშტეინი (,,ჰერტა”);

მცველები: კევინ მბაბუ (,,ვოლფსბურგი”), ბენჟამინ პავარი (,,ბაიერნი”), ჯოშუა კიმიხი (,,ბაიერნი”), რემი ბენსეიბაინი (,,გლადბახი”), მაქსიმილიან მიტელშტადტი (,,ჰერტა”);

ნახავარმცველები: იულიან ბრანდტი (,,დორტმუნდი”), კაი ჰავერცი (,,ლევერკუზენი”), კერემ დემირბეი (,,ლევერკუზენი”), რაფაელ გერერო (,,დორტმუნდი”);

თავდამსხმელი: მარკ უტი (,,კიოლნი”).

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრები 22, 23 და 24 მაისს, შედგება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი