მთავარი მთავარი ერევანში ნიკიტა სიმონიანის ქანდაკება მოიპარეს

ერევანში ნიკიტა სიმონიანის ქანდაკება მოიპარეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

ერევანში ნიკიტა სიმონიანის ქანდაკება მოიპარეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში უცნაური ფაქტი მოხდა.
უცნობმა პირებმა ნიკიტა სიმონიანის, რობერტ ცაგიკიანის, ონიკ აბრამიანისა და არუთინ კეეიანის ქანდაკებები მოიპარეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია სომხური სააგენტო ,,armen press” ავრცელებს.

ქანდაკებები
,,რაზდანის” სტადიონის გვერდით იდგა. სკუპლტურა ერევნის ,,არარატის” 1973 წლის ტრიუმფს ეძღვნებოდა.
ამ წელს ,,არარატმა” საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება მოიპოვა და საბჭოთა კავშირის თასი აღმართა.

სკულპტურა ,,რაზდანის” სტადიონთან 2016 წელს დაიდგა. ქანდაკებები იმ წარმატების შემოქმედ ,,არარატის” ფეხბურთელებს და მწვრთნელებს დაუდგეს.
ძეგლს ,,არარატი 73″ ჰქვია.

ნიკიტა სიმონიანი საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი გამოჩენილი ვარსკვლავი იყო.
იგი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად 1956 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
სიმონიანი ფეხბურთელობისას იმ დროინდელ კუიბიშევის ,,კრილია სოვეტოვში” და ,,სპარტაკში” გამოდიოდა. წარმოშობით სომეხმა ფეხბურთელმა მოსკოველებთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ მოიპოვა.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ნიკიტა სიმონიანი,,სპარტაკს”, საბჭოთა ნაკრებს, ,,ჩერნომორეცს” და 2-ჯერ 1973-74 და 1984-85 წლებში ერევნის ,,არარატს” წვრთნიდა.

სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა ,,არარატმა” საკავშირო პირველობის ჩემპიონობა და თასი.

ქანდაკებების მოპარვის ფაქტზე ერევნის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი