მთავარი საქართველოლეგიონერები დანიისა და სირიის ჩემპიონატები ბრუნდება –  ლაშა პარუნაშვილი საქმეში ჩაერთვება

დანიისა და სირიის ჩემპიონატები ბრუნდება –  ლაშა პარუნაშვილი საქმეში ჩაერთვება

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საფეხბურთო ცხოვრება  ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმში დგება.

რამდენიმე ქვეყანამ ეროვნული ჩემპიონატები უკვე განაახლა.

მომავალი კვირიდან ფეხბურთი დანიასა და სირიაშიც დაბრუნდება.

დანიის სუპერლიგა 28 მაისს, ,,ორჰუსისა” და ,,რანდერსის” მატჩით განახლდება.

ლაშა პარუნაშვილის კლუბი ,,ესბიერგი” 25-ე ტურის მატჩს 31 მაისს, ჩაატარებს.  ქართველის გუნდი შინ, ,,ოლბორგს” დაუპირისპირდება.

,,ესბიერგი” 14-გუნდიან ჩემპიონატში 17 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზე იმყოფება.

დანიის სუპერლიგის 25-ე ტურის მატჩები 5 დღედ არის გაწერილი.
ტური სტარტს 28 მაისს აიღებს და 2 ივნისამდე გასტანს.

ეროვნული ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება სირიამაც მიიღო.

სირიის პირველობა მარტის თვეში მე-16 ტურის შემდეგ შეწყდა.

მე-17 ტურის ორთაბრძოლები 28 და 29 მაისს შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი