მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძე: ,,რუსეთში არ ვიმუშავებ. ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია”

შოთა არველაძე: ,,რუსეთში არ ვიმუშავებ. ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსულ სააგენტო ,,sport.ru”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთავაზებების მიუხედავად, რუსეთში მუშაობას არ აპირებს.

არველაძემ რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე ერთხელ უკვე სთქვა უარი. მისი აზრით, იქიდან მოყოლებული სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, საქართველოში ჯერჯერობით მიწები არავის დაუბრუნებია.

ტაშკენტის ,,ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა.

შოთა არველაძე: ,,2010 წელს რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა ასისტენტად მიმიწვია, თუმცა მაშინ ამ სამუშაოზე უარი ვთქვი. მას შემდეგ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
მე ჯერ არ შემიძლია რუსეთში მუშაობა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მიწები არავის დაუბრუნებია. რუსეთმა საქართველოს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა.
2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება გადავიტანეთ. ამის დავიწყება ძნელია. არ მინდა პოლიტიკაში  ჩემი გრძნობები თქვენი კულტურისა და ქვეყნის მიმართ ავურიო,
მაგრამ ამ ამბების გახსენება რუსეთში მუშაობის არჩევანის გაკეთებაში ყოველთვის ხელს მიშლის.
ელემენტარულად, 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლაც კი ვერ მოვახერხე. თქვენ საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზა არ გჭირდებათ. რუსეთში გაგზავრებამდე კი ქართველებს არაერთი დოკუმენტის შეგროვება და საელჩოებში სირბილი სჭირდება. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება“. – განაცხადა შოთა არველაძემ რუსულ საიტთან ინტერვიუში.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი