მთავარი მსოფლიოგერმანია ბუნდესლიგის 27-ე ტურის ანონსი: ბერლინური დერბი, მორიგი 3 ქულის მომლოდინე ,,ბაიერნი” და გოლებზე დაგეშილი ჰაალანდი

ბუნდესლიგის 27-ე ტურის ანონსი: ბერლინური დერბი, მორიგი 3 ქულის მომლოდინე ,,ბაიერნი” და გოლებზე დაგეშილი ჰაალანდი

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

დღეს, სტარტს გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტური აიღებს.

ტური სამი დღე გაგრძელდება. გულშემატკივრებს წინ, რამდენიმე საინტერესო ორთაბრძოლა ელოდებათ.

27-ე ტური გერმანიის დედაქალაქის გუნდების ,,ჰერტასა” და ,,უნიონის” შეხვედრით გაიხსნება.
ბერლინური გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან. ისინი XI-XII ადგილებს იყოფენ.

ბუნდესლიგის ტურის სასტარტო შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

საინტერესო დაპირისპირება შედგება ქალაქ ვოლფსბურგში ,,ფოლცვაგენ არენაზე”, სადაც ერთმანეთში ურთიერთობას ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ,,ვოლფსბურგი” და ჩემპიონობის მაძიებელი დორტმუნდის ,,ბორუსია” გაარკვევენ.

დორტმუნდელები მატჩს დანაკლისით ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მარკო როისი, ემრე ჩანი, ნიკო შულცი, ბელგიელი აქსელ ვიტსელი და ფრანგი დან-აქსელ ზაგადო ვერ მიიღებენ.

ტრავმიანობას უჩივიან ესპანელი იგნასიო კამაჩოს შეგირდებიც. ,,ვოლფსბურგს” იანიკ გერჰარდი, ბრაზილიელი ვილიანი, ასევე ფრანგი ფეხბურთელები ჯოშუა გუილავოგუი და მამადუ კარამოკო არ ეყოლებათ.

,,დორტმუნდის” სასტარტო შემადგენლობაში 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰაალანდი იქნება. სკანდინავიელმა ფორვარდმა წინა ტურში გოლი გაიტანა და ახლა ,,მგლების” კარის დალაშქვრაზეც არ იტყვის უარს.

ჰაალანდს ბუნდესლიგის 9 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
სულ კი ,,დორტმუნდის” რიგებში ჩატარებულ 12 შეხვედრაში მეტოქის კარი 13-ჯერ აიღო.

,,დორტმუნდი” 54 ქულით მე-2 საფეხურზე იმყოფება.
,,ვოლფსბურგს” კი 39 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.

მე-3 ადგილზე 52 ქულით მყოფი ,,მიუხენგლადბახი” შინ, 50 ქულით მე-5 პოზიციაზე მყოფ ლევერკუზენის ,,ბაიერს” შეერკინება.
,,გლადბახის” ლაზარეთში არიან და მატჩში მონაწილეობას ამერიკელი ფაბიან ჯონსონი და შვეიცარიელი დენის ზაქარია ვერ მიიღებენ.
სტუმართა განაცხადში ლარს ბენდერი და კევინ ვოლანდი არ იქნება. ორივე მათგანი ტრავმირებულია.

ბუნდესლიგის ლიდერი მიუნხენის ,,ბაიერნი” საკუთარ ,,ალიანს არენაზე” ფრანკფურტის ,,აინტრახტს” უმასპინძლებს და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
მიზნის მიღწევაში ბავარიელებს ბრაზილიელი კოუტინიო, ფრანგი კორენტინ ტოლისო და გერმანელი ნიკლას სულე ვერ დაეხმარებიან. ყველა ფეხბურთელი მიუნხენელთა ლაზარეთში იმყოფება.
სტუმრები კი დომინიკ კორს და პორტუგალიელ გონსალო პასიენსიას მოისაკლისებენ.

,,ბაიერნს” პანდიამდე მიჯრით 5 მოგება ჰქონდა. ახლა კი ამ მაჩვენებელმა 6-ს მიაღწია. მათ 13-მატჩიანი
წაუგებელი სერია გააჩნიათ.

,,რეკორმაისტერმა” ბუნდესლიგაში ბოლოს 7 დეკემბერს, ,,გლადბახთან” წააგო

,,ბაიერნი” 58 ქულით ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ,,აინტრახტი” 28 ქულით მე-13 საფეხურზეა.

კვირას, გასავარდნი ზონის სიახლოვეს მდგომი ,,მაინცი” შინ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მსურველ ,,ლაიფციგს” შეხვდება.
,,ოპელ არენაზე” გუნდები ერთმანეთს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.
ორივე კლუბს თითო ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს.
მასპინძლები მოედანზე რობინ ზენტნერს, ხოლო სტუმრები ფაბრის ჰარტმანს ვერ გამოიყვანენ.

27-ე ტური
22 მაისი
,,ჰერტა” : ,,უნიონი” (22:30)

23 მაისი
,,გლადბახი” : ,,ლევერკუზენი” (17:30)
,,ფრაიბურგი” : ,,ვერდერი” (17:30)
,,ვოლფსბურგი” : ,,დორტმუნდი” (17:30)
,,პადერბორნი” : ,,ჰოფენჰაიმი” (17:30)
,,ბაიერნი” : ,,აინტრახტი” (20:30)

24 მაისი
,,შალკე” : ,,აუგსბურგი” (15:30)
,,მაინცი” : ,,ლაიფციგი” (17:30)
,,კიოლნი” : ,,დიუსელდორფი” (20:00)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი