მთავარი მთავარი ლუხუმ ჩხვიმიანი: ,, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩემი მიზანი ოქროს, ან რომელიმე სინჯის მედალის მოპოვებაა”

ლუხუმ ჩხვიმიანი: ,, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩემი მიზანი ოქროს, ან რომელიმე სინჯის მედალის მოპოვებაა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან ბლიც-ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ჩხვიმიანი აცხადებს, რომ ფორმის შესანარჩუნებლად სახლის პირობებში ვარჯიშობს.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი მისი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობა, ან რომელიმე სინჯის მედალის აღება იქნება.

როგორ ცხოვრობ პანდემიის პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– როგორ ვცხოვრობ? ჩვეულებრივად, ალბათ ისე, როგორც ყველა. სახლის პირობებში ცოტ-ცოტას ვარჯიშობ ჩემით, მაგრამ რაღაც უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. არამგონია ახლა, რომელიმე სპორტსმენი თავისი ფორმით კმაყოფილი იყოს ან შეძლოს ისეთი ხარისხით ვარჯიში, რომ ამ ვარჯიშით უკვე ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ან მსგავს დიდ წარმატებაზე იფიქროს. არ არის ფიზიკურად საშუალება დღეს ქვეყანაში, რომ ადგე და კარგად ივარჯიშო.
ეს ყველაფერი დროებითია. ალბათ, დალაგდება რაღაცეები და სპორტსმენები უკვე მალე შევძლებთ ჩვეულ ფორმაში ჩადგომას და ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებას.

ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
– როგორც აქამდე ვიყავით ისეთ ფორმაში არამგონია რომელიმე წამყვანი სპორტსმენი იყოს. ისეთი დროა, კარგი არაფერი ისმის. როცა ყოველდღე ისმენ, რომ ამ დაავადების გამო ყოველდღე მსოფლიოში ათასობით ადამიანი იღუპება, ცოტა რთულია და შეუძლებელიც კი, შენ ამას ყურადღება არ მიაქციო, გადაერთო და ივარჯიშო შენით.

რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
– ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ისევ იგივე გეგმა მაქვს, რომ ჩავიდე და მოვიპოვო ოქროს მედალი, ან რომელიმე სინჯის მედალი. მიზანი ეგ არის.
ვნახოდ, აბა, როგორ გამართლდება ჩვენი მიზნები.

ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა გასული წელი შესანიშნავად ჩაატარა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ჯერ მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, შემდეგ კი ძიუდოს სამშობლო იაპონიიდანაც საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალით ხელდამშვენებული დაგვიბრუნდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი