მთავარი მთავარი ლაშა ბექაური: ,,მთელი გულით შევეცდები ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო, ტოკიოში   ჩემპიონი გავხდე და ჩემი საბშობლოს ჰიმნი მსოფლიოს მოვასმენინო”

ლაშა ბექაური: ,,მთელი გულით შევეცდები ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო, ტოკიოში   ჩემპიონი გავხდე და ჩემი საბშობლოს ჰიმნი მსოფლიოს მოვასმენინო”

ავტორი კახა მიხანაშვილი
73 ნახვა

,,მთელი გულით შევეცდები, რომ  ჯერ ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო, შემდეგ კი ტოკიოში ჩემპიონი გავხდე და ჩემი საბშობლოს ჰიმნი მსოფლიოს მოვასმენინო.” – აცხადებს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ ბლიც-ინტერვიუში.

ბექაური პანდემიის პირობებში სახლში ვარჯიშობს. მისთვის პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ დარბაზში ვარჯიში ჯერ არ შეუძლია.

– როგორ ცხოვრობ პანდემიის რთულ პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დარბაზში ვარჯიში არ შემიძლია. აქედან გამომდინარე სხვა მეთოდებით მიწევს სახლში ფორმის შენარჩუნება.

– ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
– მართალია ტატამზე ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ ვცდილობ ეს დანაკარგი სხვა ვარჯიშებით ავინაზღაურო. იმ სავარჯიშოების საშუალებით, რომელიც სახლში მაქვს.

– რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
– ოლიმპიურ თამაშებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა მთელი გულით შევეცდები, რომ ჯერ ლიცენზია მოვიპოვო, შემდეგ კი ტოკიოში ჩემპიონი გავხდე და ჩემი საბშობლო ჰიმნი მსოფლიოს მოვასმენინო.” – აცხადებს ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

19 წლის ლაშა ბექაური ასაკის მიუხედავად, ტიტულოვანი სპორტსმენია.  მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული  ახალგაზრდებს შორის 2-ჯერ 2018 და 2019 წელს აქვს მოპოვებული. ერთხელ კი პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი ჭაბუკებს შორისაც აიღო.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კი ოქროს მედალი 2019 წელს მოიპოვა. 2017 წელს კი კონტინენტის პირველობა ჭაბუკებს შორის გამართულ ევროპირველობაზე არავის დაუთმო და ამ ფაქტის აღსანიშნავად დარბაზში  საქართველოს ჰიმნი ააგუგუნა.

დიდებში ლაშა ბექაურმა გასულ წელს ცინდაოს მასტერსი მოიგო.
მას ბაქოსა და დიუსელდორფის გრანსლემზე ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი