მთავარი მთავარი ლაშა შავდათუაშვილი: ,,ოპერაცია გავიკეთე. უახლოეს მომავალში ვარჯიშის დაწყებას შევძლებ”

ლაშა შავდათუაშვილი: ,,ოპერაცია გავიკეთე. უახლოეს მომავალში ვარჯიშის დაწყებას შევძლებ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ხელის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ გორელმა ფალავანმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქის” გვერდზე ბლიც-ინტერვიუში განაცხადა.

შავდათუაშვილი თავს კარგად გრძნობს და უახლოეს მომავალში ვარჯიშს სრული დატვირთვით დაიწყებს.

– როგორ ცხოვრობ პანდემიის რთულ პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– პანდემიის პირობებში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის ეს დრო, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ხელსაყრელი აღმოჩნდა. წელიწადნახევარი მაწუხებდა ხელის ტრავმა და ამ პერიოდში ოპერაცია გავიკეთე.

– ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
რაც შეეხება სპორტულ ფორმას, უახლოეს მომავალში ვარჯიშის სრულად დაწყებას შევძლებ.

– რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. მანამდე იქნება შეჯიბრი, რომლისთვისაც ვემზადები.

ლაშა შავდათუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია. მას ოლიმპიურ თამაშებზე 2 მედალი აქვს მოპოვებული.
28 წლის შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს ლონდონში გახდა.
2016 წელს კი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აიღო.
შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ლაშა ევროპის ჩემპიონი 2013 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გახდა.

ლაშა შავდათუაშვილი
საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი და 3-გზის ევროპის ჩემპიონი გახლავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი