მთავარი ჭიდაობათავისუფალი ლადო ხინჩეგაშვილი: ,,ოლიმპიადამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და  იმედია, ამ დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება გვექნება”

ლადო ხინჩეგაშვილი: ,,ოლიმპიადამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და  იმედია, ამ დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება გვექნება”

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდისთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში პანდემიის გამო გამოწვეულ პრობლემებისა და ოლიმპიური თამაშების  შესახებ ისაუბრა.

ხინჩეგაშვილი ორ თვეზე მეტია ინდივიდუალურად ვვარჯიშობს.
ტიტულოვან სპორტსმენს იმედია აქვს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება და ოლიმპიადამდე დარჩენილი დროის ნაყოფიერად გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

– როგორ ცხოვრობ პანდემიის რთულ პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– ვცდილობ ჩემი საქმე ისე გავაკეთო, რომ მაქსიმალურად დავიცვა სახელმწიფოს ყველა რეკომენდაცია. ორ თვეზე მეტია, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. წინასწარ დაგეგმილი და ლამის დღეების მიხედვით გაწერილი სამწვრთნელი პროცესი  შეჩერებულია და ისიც არ ვიცით, როდის შევძლებთ ხალიჩაზე დაბრუნებას.

– ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
– რა თქმა უნდა ვერ ვახერხებ. ამისთვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე სახლის პირობებში ვარჯიში.

– რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
– ამ პირობებში გეგმებზე საუბარი ცოტა ძნელია. მთავარია მალე დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს. მერე კი ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული.
ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.
იქამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და  იმედია, ამ დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება გვექნება.

ლადო ხინჩეგაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავეა.
გორელ ფალავანს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს აღებული.
ხინჩეგაშვილმა 2012 წელს ლონდონში ვერცხლის მედალი ირგუნა.
2016 წელს კი რიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ხინჩეგაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.
ქართველმა მოჭიდავემ  2015 წელს პლანეტის ჩემპიონის ტიტული  ლას-ვეგასში დაისაკუთრა.

ლადო ხინჩეგაშვილი ევროპის 3-გზის ჩემპიონი გახლავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი