მთავარი მსოფლიოგერმანია ,,უნიონი” ბერლინურ დერბიში შერცხვა

,,უნიონი” ბერლინურ დერბიში შერცხვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტური ბერლინური გუნდების ,,ჰერტასა” და ,,უნიონის” მატჩით დაიწყო.

ბერლინის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ ორთაბრძოლაში ,,ჰერტამ” თანაქალაქელები დაჩაგრა და 4:0 გაანადგურა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა.

,,უნიონის” კარი ბოსნია & ჰერცოგოვინელმა ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა დალაშქრა.

52-ე წუთზე იბიშევიჩი ასისტენტი როლში მოგვევლინა.  მისი გადაცემა ბელგიელმა დოდი  ლუკებაკიომ გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

61-ე მასპინძელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა მატიას კუნამ ,,უნიონის” კარში მესამე გოლი გაიტანა.

77-ე წუთზე ,,ჰერტამ” მეტოქე მეოთხედაც დაამწუხრა.
გოლის გატანა ბელგიელმა ფეხბურთელმა დედრიკ ბოიატამ შეძლო.

,,ჰერტამ” 4:0 გაიმარჯვა და 34 ქულით სატურნირო მდგომარეობა ერთი პოზიციით გაიუმჯობესა.
ბრუნო ლაბადიას შეგირდები მე-10 ადგილზე არიან.
,,უნიონი” კი 30 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

,,ჰერტა” 4:0 ,,უნიონი”
51′ იბიშევიჩი (1-0), 52′ ლუკებაკიო (2-0), 61′ კუნა (3-0), 77′ ბოიატა (4-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი